მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავტოსაზგაო შემთხვევა სამეგრელოში - არიან დაშავებულები

სოფელი კახათი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა.

ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს და ითვალისწინებს ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.