მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის დედა: პროკურორი გოგორელიანი საქმიდან გაყვანილია

თამაზაშვილი ბაჩალიაშვილის კომპიუტერის შესახებ საუბრობს

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის შეხვედრა გენერალურ პროკურორთან დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, ის შეხვედრით კმაყოფილია და გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს ენდობა. თამაზაშვილი აცხადებს, რომ პროკურორი, რომელმაც მის მიმართ ბულინგი განახორციელა, საქმიდან გაყვანილია.

მისივე თქმით, საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა.

„კარგი შეხვედრა იყო. კმაყოფილი ვარ და ვენდობი შოთაძეს. ამერიკის ფედერალური ბიურო მეტნაკლებად უკვე ჩართულია. გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა. პოსტს არ ტოვებს, მაგრამ ჩვენი საქმიდან გაყვანილია“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

13 აგვისტოს, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედიასაშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ თამაზაშვილის მიმართ ბულინგი განხორციელდა.