მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის დედა „ციდან მოფრენილს“ უწოდებს კაცს, რომელიც აცხადებს, რომ მისი შვილის შეყვარებულია

თამაზაშვილი ბაჩალიაშვილის კომპიუტერის შესახებ საუბრობს

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი „ციდან მოფრენილს“ უწოდებს მამაკაცს, რომელიც აცხადებს, რომ მისი შვილის შეყვარებულია.

მისივე თქმით, ბაჩანა ლობჟანიძე მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი.

„ციდან მოფრენილი ვიღაცაა. ერთხელ იყო მოსული, ჩემმა ბიძაშვილმა მოიყვანა, თამუნას შეყვარებული ვიყავიო. ერთხელო იყო ჩვენთან სახლში მოსული. რაც ელისო კილაძესთან განაცხადა, იგივე თქვა ჩემთანაც“, - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართა. მათ საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ. ოჯახი გამოძიებაში FBI-ს ჩართვა ითხოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ს ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს.