მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის მშობლები გენერალურ პროკურატურაში იმყოფებიან

ბაჩალიაშვილის ოჯახი გენპროკურატურაში იმყოფება

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები გენერალურ პროკურატურაში იმყოფებიან.

ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, მას და გარდაცვლილის ოჯახს უამრავი კითხვა აქვ,ს ხოლო გამყარდება მათი ნდობა გამოძიების მიმართ თუ საერთო გაქრება, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.

„პროკურატურაში ვერსიებზე მუშაობენ, მაგრამს საქმით მტკიცდება, რომ მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე მიმდინარეობს მუშაობა. ძალიან ბევრი კითხვა გვექნება - რატომ დაუსვა ქალბატონ თეონას არაეთიკური კითხვები ერთ-ერთმა პროკურორმა, თუნდაც. მე ვიცავ დაზარალებულის და არა ბრალდებულის ინტერესებს, ამიტომაც ეს გარემო და ფსიქოლოგიური ფონი, მიუღებელია. მე ბატონ ირაკლის ძალიან სხვანაირად მივაწვდი ინფორმაციას, მექნება საქმიანი კითხვები, გამოვითხოვ მასალებს და შევისწავლით ვიდეოკადრებს. გარკვეული საკითხები არ უნდა გასაჯაროვდეს. ეს არ არის მარტივი და უბრალო საქმე, ძალიან სერიოზული საქმეა. დღეს შევაჯერებ, ვინ რაზე მუშაობს საქმით და ვინ რაზე სიტყვით“. - განაცხადა რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.