მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებში წაშლილ და FBI-ს მიერ აღდგენილ მიმოწერებს ოჯახი სავარუდოდ, ორშაბათს გაეცნობა

ბაჩალიაშვილის მშობლები და ძმა

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის Facebook-ში, Whatsapp-სა და Viber-ში წაშლილ და ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ აღდგენილ მიმოწერებს ოჯახი, სავარაუდოდ 17 აგვისტოს გაეცნობა.

ბაჩალიაშვილის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, საქმის მასალებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურორთან შეხვედრა პერიოდულად შედგება. ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ ირაკლი შოთაძეს ენდობა.

„ინფორმაცია ნაწილობრივ აღდგენილია და ეს ადვოკატმა რამიშვილმა იცის. სავარუდოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა იყოს. საქმე ერთი ნაბიჯით წინ წაიწია. ვენდობით შოთაძეს, მომხდარი გულთან მიიტანა. ვნახოთ შემდგომში რა იქნება“, - აღნიშნა ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.