მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბარსელონადან დღეს საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება

თვითმფრინავი

დღეს, 15 ივლისს, ბარსელონა-თბილისის სპეცრეისი შესრულდება და სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება.

თვითმფრინავი ესპანეთის მიმართულებით დღის 11:55 საათზე გაფრინდება.

ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 22:25 საათზე დაბრუნდება.

საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მორიგი ფრენა რომში განხორციელდება.