მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმი-ჩაქვის გზაზე ავარიაში 3 ადამიანი დაიღუპა

არ გადაკვეთო 4

ბათუმი-ჩაქვის მაგისტრალზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა აგრეთვე 3 ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მოქალაქეები გზაზე გადადიოდნენ, როდესაც მათ ავტომობილი დაეჯახათ. დაკავებულია ავტომობილის მძღოლი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.