საზოგადოება

ბათუმში გამართულ ოპოზიციურ შეკრებას გამართლება არ აქვს - სამოქალაქო ჩართულობის და დემოკრატიის განვითარების ცენტრი  

სომხეტში კორონავირუსის სტატისტიკა
19:50 17.10
დაკოპირებულია

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი, როგორც ჩვევია, ხალხი კვლავ საკუთარი ინტერესებისთვის ე.წ. „საზარბაზნე ხორცად“ გამოიყენა“- ამ სიტყვებით ეხმაურება 16 ოქტომბერს ბათუმში გამართულ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ აქციას სამოქალაქო ჩართულობის და დემოკრატიის განვითარების ცენტრი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მინიმუმ უპასუხისმგებლობაა ადამიანთა შეკრება, სადაც მინიმალური მოთხოვნები არ არის დაცული:

„ნიჭი ერთი არსებობს, მაგრამ მას ორმხრივი გამოყენება აქვს, კარგი და ცუდი. ნამდვილად ნიჭი სჭირდება, რომ შენი ყოველი ქმედება სახელმწიფოს და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყოს მიმართული. ბათუმში გამართულ ოპოზიციურ შეკრებას გამართლება არ აქვს. საბედნიეროდ წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში დაცულია შეკრების თავისუფლება, მაგრამ შეკრებაზე დაცული უნდა იყოს ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რომლებიც ქვეყანაში არსებობს. მინიმუმ უპასუხისმგებლობაა ადამიანთა შეკრება, სადაც მინიმალური მოთხოვნები არ არის დაცული.

პანდემია მსოფლიოს და საქართველოს ახალი ძალით უტევს. ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით მოიმატა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა, რომელიც დაგვიცავს ჩვენ და დაიცავს ადამიანებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი, როგორც ჩვევია, ხალხი კვლავ საკუთარი ინტერესებისთვის ე.წ. „საზარბაზნე ხორცად“ გამოიყენა. ადამიანები და ქვეყანა ვირუსის ხელოვნურად გავრცელების წინაშე დააყენეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მინიმუმ, მორალური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

🔴 ცნობისთვის, 16 ოქტომბერს, ბა­თუმ­ში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. აღნიშნული პარტიის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა ქუ­ჩებ­ში მსვლე­ლო­ბა მო­ა­წყეს და ბულ­ვარ­ში აქ­ცია გამართეს.

🔴 აქ­ცი­ას ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და. როგორც კადრებში ჩანს, აქ­ცი­აზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ძი­რი­თა­დად, პირბადეების გარეშე იყვნენ წარმოდგენილნი.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
დავით გარეჯის საქმეზე პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია გამოიკითხა. იგი საგამოძიებო უყებ...
00:08
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, საარჩევნო კამპანიის ფარ...
23:46 22.10
მარტყოფში 19 წლის ახალგაზრდა მოკლეს. მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები არასრულწლოვანმა თანა...
23:35 22.10
ისანში, მეტრომშენში მცხოვრებმა რამდენიმე მოქალაქემ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის,...
22:53 22.10
ქართული ოცნების საარჩევნო სიის წევრი მიხეილ დაუშვილი: ჩვენი მიზანია საქართველო შეს...
„მიზნად ვისახავთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ჩართვა ბიზნესში და მეწა...
ლევან დავითაშვილი: ფერმერთა და აგრომეწარ...
ფერმერთა და აგრომეწარმეთა ცოდნა და ინფორმირება მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რასაც...
ლევან დავითაშვილი: 5000 ჰექტრამდე ახალი...
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგობრივი მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან იყო მრავალწლოვანი კუ...
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ ერთად ვიზრუნებთ...
„ჩვენ ერთად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენი ღირსეული წვლილი შევიტანოთ იმ ღირსეულ საქმ...