მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში გარემოვაჭრეების დახლები აიღეს, რასაც ხმაური მოჰყვა

ბათუმში გარემოვაჭერეების დახლები აიღეს

ბათუმში წერეთლის ქუჩაზე თევზით მოვაჭრეებს მუშაობის უფლება ეკრძალებათ. 

როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები პოლიციასთან ერთად მივიდნენ და სავაჭრო დახლები დაუშალეს.

როგორც ცნობილია, მერიის თანამშრომლების გამოჩენას ადგილზე მყოფების პროტესტი მოჰყვა.

როგორც გარემოვაჭრეები ამბობენ, პოლიციამ განუცხადა, რომ ბაზარში განეხორციელებინათ საქმიანობა, რაზეც ისინი იმ მოტივით აცხადებენ უარს, რომ მომხმარებელი ცოტაა, გადასახადის გადახდას კი ვერ მოახერხებენ.

„სადაც გვეუბნებიან შედითო იქ 300 ლარია გადასახდელი. აქედან დღეში სულ 10 ლარი მრჩება და ამდენი თანხა როგორ უნდა გადავიხადო?“, - აცხადებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

როგორც აჭარის ტელევიზია იუწყება, მუნიციპალურ ინსპექციაში ამბობენ, რომ წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებლებმა მერიას გარევაჭრობის შეჩერების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს.

მათივე ინფორმაციით, მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, რადგან აღნიშნულ მონაკვეთზე გარევაჭრობა რამდენიმე თვეა აკრძალულია.

ფოტოს აჭარის ტელევიზია ავრცელებს.