საზოგადოება

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

მორეცხვის პროცესი
01:06 07.04
დაკოპირებულია

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით, ამჯერად, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი მოირეცხა. სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. თბილისის მერმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ აღნიშნული პროექტის განხორციელება რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ. მთელი ქალაქის მასშტაბით, ანალოგიური ხსნარებით, დაახლოებით, 50 ძირითადი ქუჩა დამუშავდება. რა თქმა უნდა, კორონავირუსს მხოლოდ ეს ვერ დაამარცხებს, თუმცა ვფიქრობ, მსგავსი პროექტის განხორციელება გარკვეული პრევენციული ღონისძიების სახით, მნიშვნელოვანია. ქუჩების დეზინფექციას თანმიმდევრულად, ყოველდღიურ რეჟიმში მივყვებით. გაწეული საქმიანობისთვის შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის  სამსახურსა და „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს მადლობას ვუხდი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. დეზინფექცია თავდაპირველად, პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებს, შემდეგ „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიას, ასევე, ქავთარაძის ქუჩას და ყაზბეგის გამზირს, გლდანის რაიონში არსებულ რამდენიმე ქუჩას და წერეთლის გამზირს ჩაუტარდა.

სპეციალური ხსნარით ირეცხება როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სადეზინფექციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო. 

პაციენტი საკაცით გადაჰყავთ

117 გარდაცვალების შემთხვევა ბოლო 24 საათ...

იტალიაში ბოლო დღე ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 117 შემთხვევა დ...
22:16 27.05
ზუგდიდის მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო...
21:21 27.05
საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით ციფრულ არხებში ჩატის ფ...
20:45 27.05
ბათუმში 7 მაისს მომხდარი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულები...
20:29 27.05
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, რომელშ...
20:13 27.05
ბორკოლების დადება მამის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ორთვიანი...
ქუთაისში მამის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ქუთაისში მამის...
პრემიერი: საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებე...
"საპენსიო რეფორმა ქვეყნის ფინანსური მდგომადობისთვის არის უმნიშვნელოვანესი ელემენ...
პრემიერი: პოლიტპატიმრები არ არსებობენ
„პოლიტიკური კრიზისის დასრულება ჩვენი გუნდის უპირველესი ამოცანაა", - ასე უპასუხა...
ოთარ ანგურიძე: უდავოა, რომ საქართველოს მ...
პანდემიის მართვის კარგი მოდელითა და შეზღუდვების სწრაფი გახსნით, საქართველოს შესა...