მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში, პირბადის გამოუყენებლობისთვის 1177 პირი დაჯარიმდა

პირბადე ქუჩებში

გასული დღე-ღამის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1177 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ფიზიკური პირები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 4211 მუხლის შესაბამისად 20 ლარით დაჯარიმდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები“,- აცხადებენ შსს-ში.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

ეკატერინე ტიკარაძე: საავადმყოფოებში ჟანგბადის პრობლემა გადაჭრილია

ფასდაკლებამ საფრთხის შემცველი ვითარება გამოიწვია

„რემდესივირი“ ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში გვექნება