მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩაიკეტება თუ არა ვანი და სამეგრელო-ზემო სვანეთი?

პოლიცია გამშვებ პუნქტზე

"ვანსა და სამეგრელოში, ბოლნისის მსგავსად, ჩაკეტვის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება",- ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვანის მუნიციპალიტეტისა და სამეგრელოს შესაძლო ჩაკეტვასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას.

მისი თქმით, ვანში ინტენსიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე გამოკვლეულია 5000 მოქალაქე.

"ვმსჯელობთ კიდევ დამატებით ღონისძიებებზე, რომელიც ამ რეგიონებში იქნება განხორციელებული",-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

შგახსენებთ, რომ ვანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. რამდენიმე დღის წინ კი სამეგრელოში კორონავირუსი სპორტსმენს დაუდგინდა. როგორც მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, სამეგრელო-ზემო სვანეთში კარანტინის გამოცხადების საკითხი აქტუალურია.

საქართველოში კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 48, ხოლო გარდაცვლილია 3 პაციენტი.