მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჭავჭავაძეზე ავტობუსი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქუჩებში, ივნისი 2020 წ.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე გადასვლას ცდილობდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქალს მძიმე დაზიანება არ აქვს.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.