მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩეხეთის ელჩმა საქართველოს „ტყის კოდექსის“ მიღება მიულოცა

პიტერ მაკისკი

ჩეხეთის ელჩმა პეტერ მიკისკამ საქართველოს „ტყის კოდექსის“ მიღება მიულოცა. მანვე ჩეხეთის სახელით მხარდაჭერისა და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოხატა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა გარემოსდაცვითი მიმართულების მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ისაუბრა.

ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ტყის ახალ კოდექსზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ახალი კოდექსი არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის მართვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს.