მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჭიაურელის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდუბის რაიონი

დიდუბის რაიონის გამგეობა ჭიაურელის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები 9 650 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს და ასფალტის ორი ფენა მოეწყობა. პროექტის მიხედვით, ასევე, იცვლება ტროტუარი და ბორდიური.

გასულ წელს, დიდუბის გამგეობამ აღმაშენებლის ხეივნიდან ჭიაურელის ქუჩის გავლით,  1 255 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი მოაწყო, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე მთავარ კოლექტორზე დაერთდა. წვიმის დროს ამორტიზებული სანიაღვრე ქსელი ადგილობრივ მცხოვრებლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. ჭიაურელის ქუჩაზე ასფალტის მოწყობის სამუშაოებს კომპანია „ბი ემ სი“ 480 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.

მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, საკრებულოს დიღმის მაჟორიტარ დეპუტატთან, თარაშ შურღაიასთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.