მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჭყონდიდის ეპარქიაში არქიმანდრიტ ათინოგენს წირვის ჩატარების უფლება ჩამოართვეს

სასულიერო პირი

ჭყონდიდის ეპარქიაში ბალდის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ ათინოგენს მეუფე გრიგოლ კაციამ წირვის ჩატარების უფლება ჩამოართვა. ამის მიზეზად მამა ათინოგენი იმას ასახელებს, რომ ის ლოცვებში პატრიარქს ილია მეორეს არ იხსენიებს.

თავის მხრივ, სასულიერო პირი საკუთარ ქმედებას იმით ხსნის, რომ ის ლოცვებში პატრიარქს მანამ ვერ მოიხსენიებს, სანამ ბრალდებები მამათმავლობის შესახებ არ გაირკვევა.

მამა ათინოგენმა ახსნა-განმარტებითი ბარათი უკვე დაწერა. მის საკითხს კი, სავარაუდოდ, საპატრიარქოში კომისია განიხილავს.