მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

CryptX IQ GITA-ს 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდის გამარჯვებულია

CryptX IQ GITA - ს 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდის გამარჯვებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ CryptX IQ ინოვაციების სააგენტოსთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა, - ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის მხრიდან თანაინვესტირება 1,250,600 ლარს შეადგენს, საერთო ჯამში GITA-ს საგრანტო პროექტის ფარგლებში 1,900,600 ლარი დაიხარჯება. CryptX IQ-მ გრანტი ინოვაციური კრიპტო სავაჭრო ტერმინალისთვის მიიღო.

„აღნიშნული პროექტი კრიპტო ტრეიდერებისთვის პერსონალიზებული პროგრამული გადაწყვეტილების შექმნას გულისხმობს, რომელიც კრიპტო აქტივების ერთი სივრციდან ეფექტურად და უსაფრთხოდ ვაჭრობისა და მართვის შესაძლებლობას იძლევა. კრიპტო სავაჭრო ტერმინალი ტრეიდერების სხვადასხვა ბირჟებზე დამოუკიდებლად არსებულ ანგარიშებს ერთ გარემოში აერთიანებს და ერთი სივრციდან ერთდროულად რამდენიმე ბირჟაზე ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს. დამატებით, ტერმინალში გათვალისწინებულია ავტომატიზებული ვაჭრობის შესაძლებლობა ე.წ. „სავაჭრო ბოტები“, რომელიც რთული სავაჭრო სტრატეგიების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. პლატფორმაში ჩაშენებული ანგარიშის მართვის ფუნქციონალი კი ტრეიდერებს პორტფელის მენეჯმენტს უმარტივებს და მათ რეპორტებისა და KPI ანალიზის ამოღების საშუალებას აძლევს.

CryptX IQ ორი წლის წინათ გამოჩნდა ბაზარზე. მისი საქმიანობა ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით ციფრული აქტივების მართვის ინსტრუმენტებისა და სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას უკავშირდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.