მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაჭრილი მორაგბე მერაბ ბესელიაზე: ლოგიკურია, რომ პატიმრობაში დატოვეს

დაჭრილი მორაგბე

„ლოგიკურია, რომ პატიმრობაში დატოვეს“, - ასე გამოეხმაურა დაჭრილი მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას.

ხარაზიშვილი აცხადებს, რომ მას მერაბ ბესელიასთან პირადი კონფლიქტი არასოდეს ჰქონია.

„თავს კარგად ვგრძნობ. გუშინ გამომწერეს და უკვე სახლში ვარ. ლოგიკურია, რომ პატიმრობაში დატოვეს, ასეთი დანაშაულის თაობაზე პატიმრობაში რომ არ დაეტოვებინათ გასაკვირი იქნებოდა. ველოდები, რომ ეს ფაქტი იქნება სხვებისთვის მაგალითი, რომ მეორედ ასეთი რამ არ მოხდეს, შესაბამისად კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება დამნაშავე. ჩვენ პირადი კონფლიქტი არ გვქონია არასოდეს, ამ ყველაფერს ვუკავშირებ ჩვენი საინიციატივო ჯგუფის ბოლოდროინდელ აქტიურობას“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მორაგბემ.

ინფორმაციისთვის, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.