მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ჩიხელიძე: საზოგადოების ნაწილის თვითშეგნება სათანადო დონეზე არ აღმოჩნდა, რის შედეგადაც მივიღეთ კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი ახალი ჯგუფი

„არ მინდა უხეშად ვთქვა, მაგრამ ფაქტია, საზოგადოების ნაწილის თვითშეგნება სათანადო დონეზე არ აღმოჩნდა, რის შედეგადაც მივიღეთ კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

დავით ჩიხელიძე საზოგადოებას მოუწოდებს შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს რთული პერიოდი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადავიტანოთ.

„სანამ ჩამქოლავთ, გაიხსენეთ, რამდენჯერ გახვედით გარეთ უმიზეზოდ, არამიზნობრივად, რითაც საფრთხე შეუქმენით, ერთი მხრივ, საკუთარ და, მეორე მხრივ, სხვის ჯანმრთელობას.

რა თქმა უნდა, საყოველთაო კარანტინის გამოცხადება არ არის ტრაგედია, რადგან საქმე ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას შეეხება. მოვიდა დრო, ყველამ გავიაზროთ პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე, დავემორჩილოთ წესებს, რომელიც დღეს ქვეყანაში მოქმედებს, მაქსიმალურად და ზედმიწევნით დავიცვათ ყველა არსებული რეკომენდაცია, გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას!

შექმნილი მდგომარეობა მივიღოთ მოცემულობად, გამოწვევად რომელსაც ყველანი ერთად გადავლახავთ. რაც მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, რადგან სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს რთული პერიოდი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადავიტანოთ. ჩვენ გავიმარჯვებთ! #დარჩისახლში…“ - აცხადებს დავით ჩიხელიძე.