მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანი: თუ ვინმემ სპეცრეისის ბილეთში 200 ევროზე მეტი გადაიხადა, მზად ვარ ამაზე პასუხი პირადად ვაგო

საგარეო საქმეთა მინისტრი

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ სპეცრეისების ბილეთებს გადამყიდველები 200 ევროზე მეტად ყიდიან. მისი თქმით, ეს წარმოუდგენელია, რადგან ბილეთებს კონკრეტული პირის სახელი და გვარი აქვს და დაუშვებელია, რომ ბილეთის გადაყიდვა მოხდეს.

"თუკი ერთ პიროვნებას, ერთ მგზავრს წარმოადგენთ, რომელიც უკვე დაბრუნდა საქართველოში და 200 ევროზე მეტი თანხა გადაიხადა, მე პირადად მზად ვარ, რომ პასუხი ვაგო ამასთან დაკავშირებით",- განაცხადა დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, სპეცრეისების ბილეთების ფასს სახელმწიფო აკონტროლებს და მათი 199 ევროზე მეტად გაყიდვა ვერ მოხდებოდა.

საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნებიდან უკვე 5000-მდე მოქალაქე დაბრუნდა.