მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავითაშვილი: საკანონმდებლო ცვლილებებით, ვალდებულება ჩნდება შესაბამისმა ბიზნესსექტორმა მუდმივად აწარმოოს მონიტორინგი გაფრქვევებზე

დავითაშვილი სამინისტროში

„ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, ვალდებულება ჩნდება, რომ შესაბამისმა ბიზნესსექტორმა მუდმივად აწარმოოს მონიტორინგი გაფრქვევებზე“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, სამინისტროს ონლაინ რეჟიმში ექნება სურათი სამრეწველო ობიექტებიდან გაფრქვევების და დაბინძურებების შესახებ.

„ასევე, ჰქონდეთ სპეციალური მტვრის შემაკავებელი ფილტრაციის სისტემები, რათა გაფრქვევები შემცირდეს. ინფორმაციაზე მუდმივი წვდომის საშუალება უჩნდება თითოეულ მოქალაქეს, გაიგოს, თუ როგორია ჰაერის მდგომარეობა. ონლაინ რეჟიმში ჩვენც გვექნება სურათი სამრეწველო ობიექტებიდან გაფრქვევების და დაბინძურებების შესახებ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უჩნდება ბერკეტი, რომ, მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში, შევძლოთ საწარმო პროცესის შეჩერება, რისი უფლებაც აქამდე არ გვქონდა.

ასე რომ, კომპლექსურად, როგორც საკანონდებლო ცვლილებების გაუმჯობესებით, ისე ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, ვფიქრობთ, 2 წლის შემდეგ, რუსთავში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობა გვექნება”, - აღნიშნა დავითაშვილმა.