მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა მითითებებს მიიღებენ ეკლესიები სააღდგომო ლიტურგიისთვის

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი

"ველოდებით სააღდგომო დღეების მოახლოებას და ეკლესიები მიიღებებნ შესაბამის მითითებებს",- ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ტაძრებმა საპატრიარქოსგან სამი რეკომენდაცია მიიღეს.

"სასულიერო პირებმა მიიღეს საპატრიარქოდან დამატებითი რეკომენდაციები, რომლებიც განსაკუთრებულ ვითარებას ეხება. ესენია: ხვალიდან ტაძრებში ლოცვები დაიწყოს 16:00-საათზე, ხოლო დაიკეტოს 20:00 საათზე. ეს იმისთვის, რომ მრევლმა კომენდანტის საათის დაწყებამდე სახლში მისვლა მოასწროს. ტაძარში და მის ეზოში დაცული იქნება დისტანცია. ასევე კიდევ ერთხელ ვახსენებთ, რომ ხატები გაიწმინდოს სპირტით ან ვარდის წყლით. ეს ხშირად უნდა გაკეთდეს და ამისთვის ყველა ტაძარში ერთი ადამიანი უნდა გამოიყოს",-აღნიშნა დეკანოზმა.