მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დევნილ ოჯახებს საერთო სარგებლობის ფართები დაუკანონდებათ

დევნილთა საგენტო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილესთან დავით კვინიკაძესთან ერთად, ბაგებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე, საერთო სარგებლობის ფართების აზომვითი სამუშაოები უკვე დაიწყო.  შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, დევნილი ოჯახების მიერ შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას საერთო სარგებლობის ფართები საკუთრებაში გადაეცემა.

დაკანონების პროცესთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას, მათ შორის, კომპაქტური განსახლების ობიექტებში აზომვითი სამუშაოების ჩატარებას სააგენტო საკუთარი რესურსით უზრუნველყოფს.