მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დევნილების სია, ვისაც ხაშურსა და გორში ბინა გადაეცემა

დევნილების სია, ვისაც ბინა გადაეცემა

ჯანდაცვის სამინისტრომ იმ დევნილების სია გამოაქვეყნა, რომელთაც ხაშურსა და გორში სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ.

უწყების ცნობით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო გორსა და ხაშურში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 37 დევნილ ოჯახს გადასცემს.

„სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს. მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. კომისიამ თითოეული იძულებით გადაადგილებული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც კომისიის გადაწყვეტილებით საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ, დევნილთა სააგენტოს ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდა: https://idp.gov.ge/statement-12/