საზოგადოება

დევნილებისთვის 122 სახლი აშენდება

დევნილთა საგენტო
15:55 01.06
დაკოპირებულია

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება.

პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეეძლოთ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ.

პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით განაცხადი 94-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ ოჯახს წინასწარი ქულა მიენიჭა. აღნიშნული ქულები სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

სიის გამოქვეყნების შემდგომ, დევნილ ოჯახებს დამატებით დოკუმენტაციის წარმოდგენისთვის 15-დღიანი ვადა მიეცათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გადაფასდა. კორექტირებული სია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების მონიტორინგის პროცესი დღეიდან დაიწყო. პროექტში მონაწილე ყველა ის დევნილი ოჯახი გადამოწმდება, რომელსაც მინიჭებული აქვს მინიმუმ 1 ქულა.

გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება.

კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში ჩართულები იქნებიან სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლები.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც  ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში,  122 სახლი აშენდება.    

კერძო სახლების მშენებლობის პროექტში მონაწილე დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულების ხილვა შესაძლებელია ბმულზე - https://www.moh.gov.ge/ka/news/5172/

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირ...

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაც...
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. როგორც PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან...
23:38 09.07
რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მ...
23:10 09.07
დღეს, მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აკრძალვის მიუხედავად წყალში შესული 8 ადამიანის სიცოცხლე გ...
22:52 09.07
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას მოუწოდებს, დეზინფორმაციას არ შეეგუონ. მან სოციალურ ქსელში...
22:32 09.07
სახანძრო-სამაშველო ჯგუფი რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია
რუსთავის მე-12 მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. როგორც PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მ...
ქუთაისის ციხესთან ადვოკატებმა აქცია გამა...
ქუთაისელი ადვოკატები #2 პენიტენციალურ დაწესებულებაში შესვლასთან დაკავშირებით გამ...
ლევან ნიკოლეიშვილი ნაცოპოზიციას - აშშ-ის...
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რო...
დავით ჩიხელიძე: ცალსახაა, რომ საქართველო...
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით...