მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

რატომ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ? 2020 წ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

კორონავირუსის პანდემიის გამო მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრებს შესაბამისი წესების დაცვა და დაწესებული რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ. აუცილებელია მგზავრს ეკეთოს პირბადე და დაიცვას დისტანცია სხვა ადამიანებთან.

"ქვეყანაში ინფექციის შიდა გავრცელების რისკები შემცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი არ დაგვიმარცხებია, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 29 მაისიდან გაიხსნება ყველა მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის - მეტრო, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყენის მთელს ტერიტორიაზე მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება 30 მარტიდან აიკრძალა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადამიანებისთვის პირადი ავტომობილით გადაადგილებაც აკრძალული იყო.

შეზღუდვების მოხსნა საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ დაიწყო რაც ქვეყანაში კორორნავირუსის ახალი შემთხვევბის გამოვლინება შემცირდა.