მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს ბულგარეთიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისით დაბრუნდებიან

ბულგარეთიდან საქართველოს მოქალაეების ჩამოყვანა

ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან საქართველოს ასამდე მოქალაქე სამშობლოში დღეს, 1-ელ აპრილს ჩარტერულ რეისით დაბრუნდება.

მგზავრებს შორის საქართველოს გადამზიდავი კომპანიების ის მძღოლებიც არიან, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.

აღნიშნული ფრენა, ბოინგ 737-800 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება. ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 16:30 საათზე დაეშვება.

Myway Airlines-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ავიაკომპანია სპეციალურ რეისს თვითღირებულებით ასრულებს და საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმღვანელობს.

ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, თვითმფრინავში, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით, ხომალდის ეკიპაჟი კი შემოსილი იქნება სპეციალური აღჭურვილობით.

საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, მსოფლიო მასშტაბით COVID-19 გავრცელების ფონზე უკვე მოხდა საქართველოს 4000-ზე მეტი მოქალაქის ორგანიზებული დაბრუნება სამშობლოში.

ცნობისთვის ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 110 ადამიანია, ხოლო 21 პაციენტი უკვე გამონაჯმრთელდა.