მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

წვიმა და ელჭექი

დღეიდან 4 ივნისის დილამდე საქართველოში არამდგარდი ამინდებია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დილამდე ქვეყანაში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი, ასევე იქნება ელჭექი, ზოგან ძლიერი სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა დაფიქსირდეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს.