მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დისტანციური სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით განათლების სამინისტრო რამდენიმე პროექტს ახორციელებს

სამინისტროს შენობა

განათლების მინისტრმა მიხეულ ჩხენკლმა ნატიკრიზისული გეგმის წარდგენისას დისტანციური სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით შემუშავებულ პროექტებზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „სექტემბერში, ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე, ფუნქციონირებას იწყებს და აქტიურ აკადემიურ ცხოვრებაში ჩაერთვება ჩვენი საგანმანათლებლო სივრცის მთავარი მეგა-პროექტი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. იგი პირველ ნაკადს მიიღებს 3 სპეციალობაზე, სამომავლოდ სპეციალობათა რაოდენობა გაიზრდება.

როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ეს პროექტი  და უნივერსიტეტის იდეა ეკუთვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასაარსებლად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ქველმოქმედება განახორციელა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო დონის უნივერსიტეტი და მთელი ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას გადაიყვანს თვისობრივად ახალ, მაღალ ეტაპზე.“

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე, ონალინ სწავლების უკეთ წარმართვისთვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართულ ენაზე ითარგმნება Microsoft Teams. ონლაინ-გაკვეთილებზე მოსწავლის დასწრებისა და შეფასების მიზნით, ხორციელდება ელექტრონული ჟურნალის პროგრამა Teams-ში ინტეგრირება. სკოლებში მიმდინარეობს “Minecraft Education Edition”-ის საპილოტე პროგრამის დანერგვა.

მიხეილ ჩხენკელი: „გუშინ მქონდა ონლაინ საუბარი Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტთან ენტონი სალსიტოსთან. მინდა გითხრათ, რომ ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენთან. იგეგმება Microsoft-ის ლოკალიზება, ანუ ქართულ ენაზე თარგმნა. ასევე ითარგმნება პროგრამა Microsoft TEAMS. რაც შეეხება “Minecraft Education Edition”-ს, მისი დანერგვა პანდემიამდეც გვქონდა დაგეგმილი. პანდემიის პერიოდში ამან დამატებითი განზომილება შეიძინა. ეს გახლავთ უნიკალური Microsoft-ის პროდუქტი, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, თამაშის პროცესში შეიძინონ ცოდნა, განათლება და განივითარონ შემოქმედებითი აზროვნება. ეს 21-ე საუკუნის პედაგოგიკაში მნიშვნეელოვანი მიმართულებაა.“

სამინისტრომ სხვადასხვა გამომცემლობასთან თანამშრომლობით უზრუნველყო გრიფირებულ ელექტრონულ სახელმძღვანელოებზე წვდომა როგორც ქართული, ასევე არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გრძელდება.

აქტიურად მიმდინარეობს ელექტრონული მეთოდოლოგიის განვითარება და სასწავლო პროცესში ინტეგრირება.

სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიმდინარებს კომპლექსური ციფრული დავალებების ბანკის შექმნა, რაც საჯაროდ გამოქვეყნდება პორტალზე EL.GE.