მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. მატროსოვის ციხე იხურება

საპატიმრო

ე.წ. მატროსოვის ციხე შენობის სიძველის გამო იხურება, იქ მყოფი პატიმრები რუსთავის საპატიმროებში გადაანაწილეს. განცხადებას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 27 მარტის N509 ბრძანებით დაიწყო N9 (ე.წ. მატროსოვის) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი. ვინაიდან დაწესებულების შენობა არის მოძველებული, N9 პენიტენციური დაწესებულება (დაწესებულებაში მყოფი ყველა ბრალდებულ/მსჯავრდებული) გადავიდა ქალაქ რუსთავში, N12 და N16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კორპუსში, რომელსაც, ამ მიზნით, 2019 წლის შემოდგომიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა, არის კეთილმოწყობილი, უსაფრთხო და სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს." აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.