მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძე: ქვეყანაში მედიკამენტებზე დეფიციტი არ შეიქმნება

ჯანდაცვის მინისტრის ბრიფინგი 2020

"ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ კუთხით მუდმივი კოორდინაციაა როგორც ადგილობრივ მწარმოებლებთან ასევე კერძო შემომტანებთან. ჯანდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ იქნება.

"იცით, რომ კვირაზე მეტია საქართველოს მთავრობამ აკრძალა საქართველოდან სამედიცინო საჭიროების ნივთების და მედიკამენტების გატანა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ყველა მედიკამენტის საკმარისი მარაგია ქვეყანაში, ვმუშაობთ მარაგების მუდმივ კონტროლზე და ასევე შემოწმებაზე. გვაქვს ჩვენს მწარმოებლებთან ისევე როგორც კერძო შემომტანებთან მუდმივი კოორდინაცია. წამლებზე ქვეყნაში დეფიციტი არ შეიქმნება", - განაცხადა ტიკარაძემ.