მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძე: მზად ვართ, კომაში მყოფი პაციენტის საქმეზე, საექსპერტო ჯგუფის მობილიზაციისათვის

ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კომაში მყოფი 25 წლის პაციენტის, ნათია ცირეკიძის ოჯახის წევრებსა და ადვოკატს შეხვდა.

მინისტრის თქმით, სამინისტრო კლინიკიდან პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გამოითხოვს და სამომავლო ნაბიჯებს დაგეგმავს.

„ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკიდან 25 წლის კომაში მყოფი პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გამოითხოვს. შემდეგ, განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, თუ სად შეიძლება გაგრძელდეს პაციენტის მკურნალობა“, - განაცხადა მინისტრმა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ მობილიზდეს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც პაციენტისთვის მიყენებულ ზიანზე ექსპერტიზას ჩაატარებს.

„მზად ვართ საექსპერტო ჯგუფის მობილიზაცია მოვახდინოთ. ექსპერტიზის შედეგად ზუსტად დადგინდება, რის გამო მიადგა პაციენტს ზიანი“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, 25 წლის პაციენტის ოპერაციასთან დაკავშირებით, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს, ქირურგ ვახტანგ ყიფიანს და ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას სამსახურეობრივ გულგრილობასა და უკანონო საექიმო საქმიანობაში ედებათ ბრალი.