მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექიმი: ახალშობილების მდგომარეობა მძიმე, მაგრამ მართვადია

ექიმი ლევან რატიანი

საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ექიმ ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვას ექვემდებარება.

"რაც შეეხება ახალშობილებს, კლინკაში გვყავს რამდენიმე ახალშობილი. მათი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ამ ეტაპზე მართვადია", - განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ სხვა ინფიცირებულ პაციენტებს, ექიმი აცხადებს, რომ მათი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.

"სამის მდგომარეობა ინფიცირებულის მკვეთრად გაუმჯობესებულია. ამ დღეებში გავგზავნით განმეორებით რეკომენდაციის მიხედვით ტესტებს კორონავირუსზე, თუ მოვიდა ორჯერ უარყოფითი, რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას", - განაცხადა რატიანმა.