მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ემიგრანტების ფრენები დასუბსიდირდება

თვითმფრინავი

მთავრობა ემიგრანტების ფრენებს დაასუბსიდირებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ორშაბათს გამოქვეყნდება გრაფიკი და ლოკაციები, საიდანაც ემიგრანტები საქართველოში დაბრუნდებიან.

„ჩვენი ემიგრანტების საქართველოში ჩამოყვანა სუბსიდირებული ფასებით მოხდება“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ჩარტერულ ფრენებს მხოლოდ georgian airways აღარ განახორციელებს. პროცესში სხვა კომპანიებიც ჩაერთვებიან.

„ფრენებს მხოლოდ ერთი კომპანია არ განახორციელებს. georgian airways თავისი კომერციული ჩარტერების შესრულებას გააგრძელებს, ოღონდ ჩვენთან შეთანხმებით. მას მართლაც ძალიან მაღალი ფასები აქვს, თავის კომერციულ ჩარტერებზე. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ სუბსიდირებაზე, სოციალურ ფრენებზე, რომელსაც სახელმწიფო კონკრეტულ კომპანიებს დაუკვეთავს. დაინტერესებულები არიან სხვა კომპანიებიც“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

ემიგრანტები საქართველოში დაბრუნების შემდეგ 2 კვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში 2 თვეში სპეცრეისებით სამშობლოში საქართველოს 11 880 მოქალაქე დაბრუნდა.

მთავრობის თავდაპირველი გეგმის თანახმად, რეგულარული ავიარეისები 1-ელ ივლისს უნდა აღდგენილიყო, თუმცა ის 1 თვით, 1-ელ აგვისტომდე გადავადდა. გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზად მსოფლიოში შექმნილი ეპიდსიტუაცია დასახელდა.