მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერისთავისა ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერია

საბურთალოს რაიონში, მზია ერისთავის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმციის თანახმად, პროექტის ფარგლებში, 1 777 მ2 ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ამ დროისთვის, გზის საფუძველის მომზადება მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციები იყო მოსაწესრიგებელი. კომპანიამ „ჯი-ვი-პი“ წყლისა და წყალარინების ქსელი განაახლა. ახლა კი საგზაო სამუშაოები დავიწყეთ. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

აღნიშნული პროექტისთვის ბიუჯეტიდან 120 616 ლარია გამოყოფილი. საგზაო სამუშაოებს კომპანია „იბერი“ ახორციელებს.