მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ჩარტერული რეისები დაინიშნა

საქართველოს ავიახაზები

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ევროპიდან ჩარტერული რეისები დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რესიებს, ივლისში, ავიაკომპანიები -  Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ.

რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით:

13 ივლისი - ვარშავა

15 ივლისი - ბარსელონა

17 ივლისი - რომი

22 ივლისი - პარიზი

28 ივლისი - ათენი

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ჩარტერულ რეისებზე ბილეთის ფასი 200 ევროზე მეტი არ იქნება.

საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის გავლა.