მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: ქვეყანა იხსნება, დიდხანს ჩაკეტილი ვერ ვიქნებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, 2020

„კარგია, რომ ქვეყანა თანდათან იხსნება. დიდხანს ჩაკეტილი ვერ ვიქნებით“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკა და ავია მიმოსვლა ფრთხილად და ეტაპობრივად უნდა აღდგეს.

„კარგია, რომ ჩარტერულის გარდა, რეგულარული ფრენებიც იქნება. ნებისმიერი შემსუბუქება დაკავშირებულია მომატებულ რისკებთან, მაგრამ ეს რისკები ჩვენ უნდა ვმართოთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრების უპირობოდ გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.