მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: თამბაქოს ინდუსტრია ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას სხვადასხვა ხრიკით ცდილობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა ხრიკებითა და მიმზიდველობით ცდილობს ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა.

გამყრელიძის თქმით, მსოფლიო მასშტაბით თამბაქოს მოხმარებას 8 მილიონი გარდაცვალების მიზეზი ხდება.

"დღეს არის თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ოფიციალურად ჰქვია "მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე". აღინიშნება 1987 წლიდან სხვადასხვა სლოგანი, წლევანდელი მთავარი თემა ამ დღის გახლავთ ახალგაზრდების დაცვა თამბაქოს ინდუსტრიის ხრიკებისგან და თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარებისაგან. წელს ეს დღე ემთხვევა ახალი კორონავირუსული ინფექციის პანდემიას. თამბაქო როგორც მკვლელი 8 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ყოველწლიურად. ის არის ძირითადი გამომწვევი მიზეზი მთავარი ქრონიკული დაავადებებისა, როგორიც გახლავთ გულსისხლძარღვთა დაავადებები, სიმსივნეები, დიაბეტი, სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები. თამბაქო გახლავთ ერთ-ერთი უპირველესი ფაქტორი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. იწვევს 8 მილიონი ადამიანის სიკვდილს, რომელიც საერთო სიკვდილიანობის 12-14%-ია. თამბაქო საქართველოში სიკვდილიანობის 22%-ს იწვევს. განსაკუთრებით მოწყვლადია თამბაქოს მოხმარების მხრივ ახალგაზრდა თაობა, თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს სხვადასხვა ხრიკებით და ე.წ. მიმზიდველობით შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დაიწყონ მათ ჯანმრთეობისთვის მავნე პროდუქტის გამოყენება. ეს არის ჩემი გადასახედიდან დიდი უზნეობა. ამიტომაც მკაცრდება კანონმდებლობა", - აღნიშნა გამყრელიძემ.