მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: WHO-ს კვლევით, გაყინული საკვები პროდუქტი Covid-19-ის გავრცელების საშიშროებას არ წარმოადგენს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დადო კვლევა, რომლის მიხედვითაც კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, გაყინული საკვები პროდუქტები საფრთხეს არ წარმოადგენს“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთი ძალიან მკაცრად აკონტროლებს ექსპორტ-იმპორტს და ჩატარდება თუ არა მსგავსი კვლევა საქართველოში, ეს სურსათის ეროვნული სააგენტოს გადასაწყვეტია.

ცნობისთვის, ჩინეთის ორ ქალაქში ბრაზილიიდან იმპორტირებულ გაყინულ ქათმის ფრთებში და ეკვადორიდან შეტანილ კრევეტების შეფუთვაზე ახალი კორონავირუსის კვალი აღმოაჩინეს.

ქვეყანამ იმპორტირებულ პროდუქტებზე კონტროლი 2020 წლის ივნისის შუა რიცხვებიდან გაამკაცრა და ვირუსზე სკრინინგი დაიწყო. ამასთანავე, ჯერჯერობით შეჩერებულია ზოგიერთი ტიპის ხორცის იმპორტი.

Covid-19-მა მსოფლიოში 21 მილიონზე მეტი ადამიანი დააინფიცირა, მათგან 13 925 624 გამოჯანმრთელდა და 757 495 გარდაიცვალა.