მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

განათლების მინისტრი: სასწავლო სემესტრი არ ჩავარდება

განათლების მინისტრი 2020

"ეს სასწავლო სემესტრი აუცილებლად შედგება და არავითარ შემთხვევაში არ ჩავარდება",- ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაცია OECD-მა საქართველოში დანერგილი დისტანციური სწავლების მოდელი ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარა.

"ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ, გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი გამოწვევების დაძლევაში საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყნად არის შეფასებული მსოფლიოში. განსაკუთრებით გამოყოფილია პროექტი "ტელესკოლა", რომელიც იძლევა ხელმისაწვდომობის გარანტიას, რადგანაც ეს პროექტი განკუთვნილია ყველასთვის, განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა მოსწავლეებს ინტერნეტზე წვდომა",- აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საქართველოში დისტანციური სწავლების მოდელისთვის პროგრამებისა და აპების შემუშავებაში არის ჩართული.