მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაზგასამართ სადგურზე დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტი გარდაიცვალა

აფეთქება ნუცუბიძის ფერდობზე

ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც თბილისში ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართ სადგურში მომხდარი აფეთქების შემდეგ დამატებით შემოწმებას ახორციელებდა გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით მას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დენმა დაარტყა.

ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართ სადგურში აფეთქება 1-ლი ივნისის საღამოს მოხდა, რა დროსაც 1 ადამიანი დაშავდა და მიმდებარე კორპუსებში ფანჯრები ჩაიმტვრა.