მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ღია კაფე-ბარები და რესტორნები დამატებით მუნიციპალური ფართებით ისარგებლებენ

ღია კაფე-ბარები და რესტორნები დამატებით მუნიციპალური ფართებით ისარგებლებენ, 2020 წ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით,ღია ტიპის კაფე-ბარები და რესტორნები, რომლებიც დედაქალაქის მუნიციპალურ სივრცეებში არიან განთავსებული, პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების დროს დამატებითი მუნიციპალური ფართებით ისარგებლებენ.

"1 ივნისიდან დედაქალაქში გაიხსნა ღია კაფეები, თუმცა არის სპეციალური წესები - მაგიდებს შორის აუცილებლად უნდა იყოს დისტანცია დაცული. შეზღუდვების გამო ისინი იმ რაოდენობით მაგიდებს ვერ განათავსებენ, რამდენსაც აქამდე ახერხებდნენ.

ღია კაფეებს, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე მივცემთ შესაძლებლობას, გამოიყენონ მიმდებარე არსებული დამატებითი მუნიციპალური ფართები და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც არის მოთხოვნა, რომ დაცული იყოს ყველა იმ ადამიანის უსაფრთხოება, ვინც ისარგებლებს რესტორნებით, კაფე ბარებით", - აღნიშნა კახა კალაძემ.