მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია აბაშიძე: მთავარი და თვალსაჩინოა "ქართული ოცნების" ეფექტიანი სახელისუფლებო მენეჯმენტი, რომლითაც საქართველომ მოახერხა ამ ვირუსის მაქსიმალური შეკავება

ანალიტიკოსი

“ქართული ოცნების” დღევანდელ ინიციატივას მინდა გამოვეხმაურო - მმართველი პარტიის წევრები, პოლიტიკური თანამდებობის ყველა პირი, (საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, მერები და საკრებულოს დეპუტატები), მომდევნო 3 თვის ხელფასის ⅓-ს COVID-19-თან ბრძოლისთვის შექმნილ StopCov ფონდში გადარიცხავენ. პარტიის ხელმძღვანელებმა თანაპარტიელებს და ყველა თანამემულეს მოუწოდეს, შესაძლებლობის ფარგლებში, გამოიჩინონ სამოქალაქო სოლიდარობა და ამ თუ სხვა ფორმით, დაეხმარონ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს "ქართუს" მზადყოფნაც შეეშველოს სახელმწიფოს, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია და ყოველთვის არის იქ, სადაც ქართულ სახელმწიფოს სჭირდება:

„მთავარი და თვალსაჩინოა "ქართული ოცნების" ეფექტიანი სახელისუფლებო მენეჯმენტი, რომლითაც საქართველომ მოახერხა ამ ვირუსის მაქსიმალური შეკავება, საკუთარი მოსახლეობის დაცვა და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები აჩვენა ამ ბრძოლაში. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტი 2 მილიარდით დაეხმარება იმ თანამოქალაქეებსა და ბიზნესებს, ვისაც გადაუდებლად ესაჭიროება. სრულყოფილად ვერ, მაგრამ გარკვეული რაოდენობით. გონივრულ ლიმიტებში სამთვიანი კომუნალურების ჩამოწერაც ხეირია ბევრი ოჯახისთვის. მთავრობამ დაანონსა და მალე დაიდება კრიზისის და ამ კრიზისით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის გეგმა.

არ დაგვავიწყდეს "ქართუს" მზადყოფნაც შეეშველოს სახელმწიფოს, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია და ყოველთვის არის იქ, სადაც ქართულ სახელმწიფოს სჭირდება. გვეხმარებიან ევროპიდან, ამერიკიდან, აზიიდან, დახმარება გაგრძელდება. პესიმიზმის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. ვიყოთ სოლიდარულნი და ვის რითაც შეგვიძლია, დავეხმაროთ შეჭირვებულ თანამემამულეებს, სახელმწიფოს. ან ფონდში ჩავრიცხოთ, ან გაჭირვებულ ნათესავს, მეზობელს, თუნდაც უცნობ უბნელ გლახაკს დავეხმაროთ ამ მძიმე პერიოდში. ჯანმრთელობა, მშვიდობა და განვითარება საქართველოს, კაცობრიობას”, - წერს გია აბაშიძე.