მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გამსახურდია: ცოტნეს მკურნალობის პროცესი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის დახმარებით განხორციელდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია ფონდ „ქართუს“ მიერ სოფელ ხიბულაში იმ სახლის რესტავრაციას გამოეხმაურა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია თავისი ძმის, ცოტნე გამსახურდიას მკურნალობაში დახმარებისთვის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობას მადობას უხდის. სამადლობელო პოსტს გიორგი გამსახურდია „ტვიტერზე“ აქვეყნებს.

როგორც გიორგი გამსახურდია აღნიშნავს, ცოტნე გამსახურდია მკურნალობის კურსს გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში გააგრძელებს.

„ცოტნეს მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან, შმიდერის კლინიკაში დღეიდან დაიწყო. როგორც მთლიანად ცოტნეს მკურნალობის პროცესი, ასევე, ეს ეტაპიც, განხორციელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით, რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ“, - აღნიშნავს გიორგი გამსახურდია „ტვიტერზე“.

giorgi-gamsakhurdias-posti-tviterze_o_h.jpeg

ცნობისთვის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, ვერაზე, საკუთარ სახლთან დაჭრეს. ინციდენტის შემდეგ ცოტნე გამსახურდიას გულმკერდის არესა და თავის ტვინზე ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ცოტნე გამსახურდიას ჯერ თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდნენ, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ გამსახურდია სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.

გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს. მათგან 2 - განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 3 დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.