მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გამსახურდია: ცოტნეს მკურნალობის პროცესი მიდის წინ, ფონდი „ქართუს" სრული მხარდაჭერით. დიდი მადლობა ბ.ივანიშვილს და ფონდ „ქართუს"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია

„სპეკულაციები იმაზე, რომ ცოტნეს რაიმე აკლია, არის სიმართლეს მოკლებული. კვლავ ერთხელ დიდი მადლობა ბ.ივანიშვილს და ფონდ „ქართუს",- ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის პროცესი წინ მიდის და ფონდ „ქართუს“ სრული მხარდაჭერით მიმდინარეობს.

„დღეს ჩემი ძმა კოკო და ლევან იზორია იმყოფებოდნენ ცოტნეს მოსანახულებლად. მკურნალობის პროცესი მიდის წინ ფონდი „ქართუს" სრული მხარდაჭერით. სპეკულაციები იმაზე რომ ცოტნეს რაიმე აკლია, არის სიმართლეს მოკლებული. კვლავ ერთხელ დიდი მადლობა ბ.ივანიშვილს და ფონდ „ქართუს",- წერს გიორგი გამსახურდია.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია, ვერაზე 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. გამსახურდია მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადის.