მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გლდანის გამგეობამ საცხოვრებელი შენობის შიდა ეზოში აღდგენა-გამაგრების სამუშაოები განახორციელა

გლდანის გამგეობამ საცხოვრებელი შენობის შიდა ეზოში აღდგენა-გამაგრების სამუშაოები განახორციელა

გლდანის მეშვიდე და მერვე მიკრორაიონების დამაკავშირებელ ხიდზე, საცხოვრებელი შენობის შიდა ეზოში აღდგენა-გამაგრების სამუშაოები განხორციელდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დაახლოებით, 1 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე ამორტიზებული ნაწილი სრულად გამაგრდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციით, მოეწყო ჰიდროიზოლაცია და დაიგო ბეტონის ფილები.

„ხიდზე განთავსებული კორპუსის შიდა ეზოს დაზიანებული ნაწილი, როგორც ხიდით მოსარგებლე მოქალაქეებისთვის, ასევე, აქ მცხოვრები დაახლოებით, 65 ოჯახისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

ამიტომ, გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება კონსტრუქციის გამაგრების შესახებ, რის შემდეგაც მოსახლეობას ეს პრობლემა მოუგვარდა.

სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მშენ-სერვისმა“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 380 355 ლარი გაიხარჯა“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან - გულია გოცირიძესთან, ლევან კობიაშვილთან და ოთარ გრიგოლიასთნ ერთად ადგილზე გაეცნო.