მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გლდანში კიდევ რამდენიმე ქუჩა მოეწყო

ქუჩა გლდანში

გლდანის რაიონის გამგეობამ გზის საფარის მოწყობის სამუშაოები კიდევ რამდენიმე მისამართზე დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათ შორის, სამუშაოები ქერჩის N6 კორპუსთან ჩატარდა, სადაც გზის საფარი 1 413 კვ.მეტრ ფართობზე დაიგო.

პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 52 541 ლარი დაიხარჯა. ასევე, სამუშაოები დასრულდა ივანე კაჭარავას ქუჩის მონაკვეთზეც, სადაც 1 083 კვ.მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, სამუშაოებისთვის კი 71 004 ლარი დაიხარჯა. გლდანის რაიონში გზის კაპიტალური შეკეთება 15 მისამართზე, შიდა ეზოების მოწყობა 19 მისამართზე, გზის ფრაგმენტული და ორმოული შეკეთებები კი 57 მისამართზე განხორციელდა.