მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურჯაანში ფეხბურთის თამაშის გამო 11 ადამიანი 3000-3000 ლარით დააჯარიმეს

ბურთი სტადიონზე

გურჯაანში სტადიონზე შეკრებისთვის 11 ადამიანი 3000-3000 ლარით დააჯარიმეს. შემთხვევა სოფელ ველისციხეში მოხდა. 9 მაისის სახელობის პარკში მდებარე საფეხბურთო სტადიონზე პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, მოქალაქეებმა თამაში გააგრძელეს.

"მერიის ზედხედველობის სამსახურთან და სამართალდამცველებთან ერთად კარდაკარ დავდივართ. შევამოწმეთ სოფელ ველისციხის საკვირაო ბაზრობა, ასევე ე.წ. "ბირჟები" სტადიონზე აღმოჩდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად მაინც განაგრძეს თამაში, ისინი ამის გამო დაჯარიმდნენ", - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდაშვილმა.

კახეთში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 299 ადამიანი იმყოფება. 9 საკარანტინო სივრცეში კი 580 პირია მოთავსებული. კახეთში Covid-19-ის არცერთი შემთხვავა არ დაფიქსირებულა.