მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გვინდა საზოგადოება გავაფრთხილოთ“ - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

თვითმარქვია სასულიერო პირი

საპატრიარქო მორიგი თვითმარქვია სასულიერო პირის ე.წ. სქემმონაზონი ილარიონის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირკვევა, რომ ფოტოზე ასახული პიროვნება იმყოფება რუსეთში, სერგიევ-პოსადში მდებარე წმინდა სერგის სამების ლავრაში და თავს მოიხსენიებს სქემმონაზონ ილარიონად. მისი თქმით, იგი მოღვაწეობს საქართველოში, კერძოდ, ნეკრესის ეპარქიაში.

საქართველოს საპატრიარქოში არსებული შესაბამისი სამსახურების მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება ნეკრესის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირთა დასში არ ირიცხება, ასევე არ გვხვდება არც მონაზონთა შორის.

ამიტომ გვინდა, საზოგადოება გავაფრთხილოთ, არ შევიდეს შეცდომაში და იცოდეს, რომ ამ პიროვნების ნებისმიერი ქმედება თვითნებური და დამაბრკოლებელია“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო თვითმარქვია სასულიერო პირების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად აწვდის.