საზოგადოება

იან ჰომერის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

იან ჰომერი რეაბილიტაცია
14:17 22.05
დაკოპირებულია

საბურთალოს რაიონში, იან ჰომერის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 4 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

ამ დროისთვის, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები რაინგერსის და ჰომერის ქუჩის კვეთაზე  მიმდინარეობს, რომელიც  500 გრძივ მეტრზე  მოეწყობა.

აღნიშნულ მისამართზე ამ დრომდე ასფალტის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა.

მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

„მიმდინარე წელსაც დიდი დიღმის კერძო დასახლებაში აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. უკვე ორი ქუჩა მოწესრიგდა, სადაც მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ამჟამად კი, იან ჰომერის ქუჩის რეაბილიტაცია დავიწყეთ, სადაც სანიაღვრე ქსელი მოეწყობა და გრუნტიანი გზის ნაცვლად, ორფენიანი საფარი დაიგება. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს. მომავალში მსგავსი ქუჩების მოწესრიგებაც ეტაპობრივად განხორციელდება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, შპს "ლ. ენდ ლ" ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 600 000 ლარია გამოყოფილი.  

იპოთეკური სესხი

სახელმწიფო იპოთეკურ სესხებზე ნაწილობრივ...

სახელმწიფო იპოთეკური სესხის ამღებ პირებს 20%-იან გარანტორად ჩაუდგება. ამის შესახ...
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პ...
41 წუთის წინ
ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლიდან ანტიკრიზისული გეგმის ნაწილ...
50 წუთის წინ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2019 წლის საქ...
56 წუთის წინ
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, რჩეულიშვილის ქუჩაზე, IV კორპუსის მიმდებარედ არსებული სპო...
58 წუთის წინ
სალიანდაგო მანქანა ავსტიული წარმოების სალიანდაგო მანქანებს კაპიტ...
„საქართველოს რკინიგზის" ავსტიული წარმოების სალიანდაგო მანქანებს კაპიტალური შეკეთება ჩაუტარდა. აღნიშ...
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ბონი...
"კოვიდ-19 და ამ რესპირატორული ვირუსით გამოწვეული დაავადება მუდმივად დარჩება ჩვენ...
12:05
ქუთაისში COVID-19 ტრაილერის მძღოლს დაუდა...
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტი მოათავსე...
უკრაინაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 2...
უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 22 382-მდე გაიზარდა. აღნ...